12.04.2023

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი 2023

ეროვნული რაუნდის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1f7BAyR9tsed2pL8LSfxDnUp5E_ZFDoAF/view?usp=sharing

ტესტირება

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნულ რაუნდზე გადავიდა 230 მოსწავლე.

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი ჩატარდება თავისუფალ უნივერსიტეტში 11 ივნისს.

 

ეროვნული რაუნდისთვის მოსამზადებლად რეკომენდირებულია წიგნი "საღი აზრის ეკონომიკა", რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ.

  • - ტესტი მოიცავს დახურულ, რაოდენობრივ და გრაფიკულ კითხვებს. გარდა ამის მოსწავლეს დასაწერი ექნება ესე, რომელიც უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 250 სიტყვას.
  • - 10 მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს გასაუბრებაში, საიდანაც შეირჩევა 5 მონაწილე საერთაშორის რაუნდზე სლოვაკეთში გასამგზავრებლად. 

 

პრიზები

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტი გასცემს სასწავლო გრანტს ოლიმპიადის მონაწილე სამი მე-12 კლასელისთვის, ვინც წელს ჩააბარებს და მოხვდება თავისუფალი უნივერსიტეტის შერჩეულ პროგრამებზე.

  • - 2000 ლარიანი სწავლის საფასურის ვაუჩერი პირველ ადგილზე გასულ აბიტურიენტს
  • - 1500 ლარიანი სწავლის საფასურის ვაუჩერი მეორე ადგილზე გასულ აბიტურიენტს
  • - 1000 ლარიანი სწავლის საფასურის ვაუჩერი მესამე ადგილზე გასულ აბიტურიენტს

ვაუჩერი გავრცელდება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე ჩამბარებელ ახალგაზრდებზე.

 

ოლიმპიადის მხარდამჭერები

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით: 

  • info@geli.org.ge
  • 598483304

  •