20.05.2022

ესეების კონკურსი ეკონომიკაზე სკოლის მოსწავლეებისთვის

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამოაგზავნონ ესეები მთელი წლის განმავლობაში ჩვენს ელ. ფოსტაზე: info@geli.org.ge

კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ ესე დაწერილი უნდა იყოს  წიგნი საღი აზრის ეკონომიკაზე დაყრდნობით.  გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ესეს ავტორის დაკვირვება და ლოგიკური ანალიზი გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი.

საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში და Economic Fundamentals Initiative - ის საქართველოს ვებ-გვერდზე. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. 

ესეების კონკურსი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგ საკითხებს:

  • - ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა;
  • - ინვესტიციები, როგორც დანაზოგის გაკეთების წყარო;
  • - სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები;
  • - სტიმულები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენენ ზეგავლენას;
  • - ტექნოლოგიური განვითარება;
  • - ტექნოლოგიური კომპანიების მოდელები;

 

ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი ფორმატირების წესებს:

  • - ენა: ქართული
  • - დოკუმენტის ფორმატი: PDF
  • - დოკუმენტის მოცულობა: მაქსიმუმ 2 გვერდი
  • - ფონტის ზომა: 11
  • - ფონტი: Sylfaen
  • - სათაურის ზომა: 14
  • - ტექსტი გასწორებული: Justify Text მეთოდი
  • - ხაზებსა და აბზაცებს შორის მანძილი: 1.0

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@geli.org.ge