ეკონომიკა.
მარტივ ენაზე ახსნილი

ყველას უნდა ესმოდეს ყოველდღიური გადაწყვეტილებების ეკონომიკა. ყველა უნდა საუბრობდეს ეკონომიკის ენაზე.

ეკონომიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპების გაგება საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სწორი პირადი და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ჩამოტვირთეთ წიგნი და რესურსები.

ეკონომიკა.<br/> მარტივ ენაზე ახსნილი
საღი აზრის ეკონომიკა

საღი აზრის ეკონომიკა

„საღი აზრის ეკონომიკა - რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ეროვნული კეთილდღეობისთვის” არის მარტივად დაწერილი წიგნი ეკონომიკაზე, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ფორმულების, რთული ტერმინების და დეტალების რაოდენობა. წიგნის ავტორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ეკონომისტები: ჯეიმს დ. გვართნი, რიჩარდ ლ. სტრუპი, დვაიტ რ. ლი, ტაუნი ჰ. ფერარინი, ჯოსეფ პ. კალჰაუნი და რენდალ კ. ფაილერი.

წიგნი პირველად 2005 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა. მისი მესამე გამოცემა კი ითარგმნა Economic Fundamentals Initiative-ის მიერ ქართულ, სომხურ, უკრაინულ, რუსულ, ალბანურ, უზბეკურ ენებზე და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. წიგნის ქართულ თარგმანზე აქტიურად მონაწილეობდნენ GELi-ის დამფუძნებლები.

საღი აზრის ეკონომიკაში შეტანილი მასალები, დამატებითი საკითხავით და 9 საათზე მეტი ხანგრძლივობის სუბტიტრებიანი ვიდეო კლიპებით, შესაძლებლობას აძლევს მკითხველს, რომ კარგად გაიაზროს ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპები და შედეგად მიიღოს კეთილგონივრული პირადი და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები.

წიგნი დააინტერესებს საშუალო სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს და თოთოეულ მოქალაქეს.

წიგნის სტრუქტურა

საღი აზრის ეკონომიკა ოთხი ნაწილისგან შედგება:

ნაწილი 1 - ეკონომიკის თორმეტი ძირითადი ელემენტი

ეკონომიკის გააზრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფციები. სხვა საკითხებთან ერთად, მკითხველი აქ გაიგებს, რომ: ალტერნატიული ხარჯის გამო უფასო არაფერია; ზღვრულმა სარგებელმა ზღვრულ ხარჯებს უნდა გადააჭარბოს; ვაჭრობა კეთილდღეობას ზრდის; უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მოკლე ვადიანი შედეგები, არამედ გრძელვადიანი და მეორადი ეფექტები (გარე ეფექტები).

ნაწილი 2 - ეკონომიკური პროგრესის შვიდი მთავარი წყარო

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა თუ რატომ იზრდება ზოგი ქვეყანის ეკონომიკა, ხოლო სხვები კი სტაგნაციას განიცდიან? რომელი ინსტიტუტები და პოლიტიკური მიდგომები უწყობენ ხელს ეკონომიკურ ზრდას და ცხოვრების მაღალი დონის მიღწევას?

ნაწილი 3 - ხელისუფლების როლის შესახებ ეკონომიკური აზროვნების ათი მნიშვნელოვანი ელემენტი

ეკონომიკაში ხელისუფლების როლი. რატომ იყენებს ხელისუფლება გადასახადებს და ნასესხებ სახსრებს იმისათვის, რომ ზოგიერთ ადამიანსა და საწარმოს დაეხმაროს სუბსიდიებითა თუ ფავორიტიზმის სხვა ფორმებით? რას შეუძლია მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას?

ნაწილი 4 - პრაქტიკული პირადი ფინანსების თორმეტი ძირითადი ელემენტი

მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც ოჯახის ფინანსური დაგეგმვის ბირთვს წარმოადგენს. აქ ყურადღება ისეთ საკითხებზეა გამახვილებული, როგორიცაა თანხის გამომუშავება, შემოსავლიდან სარგებლის მიღება, ინვესტიციებით მეტი მოგების მიღება და რისკის მართვა.

საღი აზრის ეკონომიკა ორჯერ ორივით მარტივად

მოთხოვნა - მიწოდება ბაზარზე

Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022

მოთხოვნა - მიწოდება ბაზარზე

პროგრესის წყაროები

Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022

პროგრესის წყაროები

სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში (კლიმენტი ბერულავა)

Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022

სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში (კლიმენტი ბერულავა)

ტრანზაქციული ხარჯები

Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022

ტრანზაქციული ხარჯები

რატომ არ არსებობს არაფერი "უფასო"?

Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022

რატომ არ არსებობს არაფერი "უფასო"?

ზღვრული გადაწყვეტილება

Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022

ზღვრული გადაწყვეტილება

ადამიანის ქმედებას მოტივაციები განსაზღვრავს

Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022

ადამიანის ქმედებას მოტივაციები განსაზღვრავს

ხუთი წუთი ეკონომიკაზე

კონკურენცია

როგორ ვაწარმოოთ ყველაფერი

სტიმულების მნიშვნელობა ეკონომიკაში