06.09.2023

ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდი 2023

ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდი, რომელსაც საქართველო პირველად შეუერთდა წელს, ბრატისლავაში ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 18 ქვეყნის 80-მდე გამარჯვებულმა მოსწავლემ მიიღო, საერთო ჯამში კი წელს ოლიმპიადაში 80 000-მდე მოსწავლე იყო ჩართული.

ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდი გარდა საგამოცდო ნაწილისა მოიცავდა სფეროს ექსპერტებთან, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და ოლიმპიადის ორგანიზატორებთან და მონაწილე მოსწავლეებთა შეხვედრებს.

ორ დღიანი ღონისძიება დატვირთული იყო პანელური დისკუსიებით, რომელში მონაწილეობასაც იღებდნენ წიგნის „საღი აზრის ეკონომიკა“ - ს ერთ - ერთი ავტორი და Economic Fundamentals Initiative-ის დირექტორი რენდალ ფილერი, ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის CEO და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას (GELi) დირექტორი ლევან ფავლენიშვილი, PwC სლოვაკეთის დირექტორი Lukas Ciran, INESS – Institute of Economic and Social Study - ს ანალიტიკოსი Martin Vlachysky თემაზე: The value of Economics education for the 21st century employee or entrepreneur.

სესიების ნაწილში მონაწილეობდნენ University of Economics in Bratislava, Comenius University Bratislava, University of New York of Prague, რომლებიც ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდის მხარდამჭერები არიან.

გარდა ამისა ოლიმპიადის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ბრატისლავას ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, განეხილათ საინტერესო ფინანსური საკითხები. მოსწავლეებმა ეროვნულ ბანკში დაათვალიერეს ბრატისლავას ფულის ისტორიის დაარბაზი, გაეცნენ ევროს ბანკნოტის შემადგენელ კომპონენტებს და დამცავ ნიშნებს.

ოლიმპიადის ღონისძიებას შემოუერთდა ბრატისლავაში საქართველოს საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე ბატონი არჩილ სოხაძე, რომელმაც მოსწავლეებს მიულოცა ოლიმპიადაში მონაწილეობა და აღნიშნა ეკონომიკური და ფინანსური განათლების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის.

2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა პოლონეთი. მნიშვნელოვნად კარგი მაჩვენებლებით იყო წარმოდგენილი საქართველო, რომელმაც მონაწილე ქვეყნებს შორის საშუალოზე მაღალი შედეგი აჩვენა და ქვეყნის რეიტინგებში მეხუთე, ხოლო 2023 წლის დებიუტანტ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალურ რაუნდზე საქართველოს წარმოადგენდნენ ანი გვარამაძე, კლიმენტი ბერულავა, ნიკოლოზ ყორანაშვილი, ნიკა ვანაძე და გუკა ცაგარეიშვილი.

“ეკონომიკის ოლიმპიადა არ არის მხოლოდ კონკურსი, სადაც მოსწავლე წერს ტესტს და იქ მთავრდება. ეკონომიკის ოლიმპიადა ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის მიღების პროცესია, სადაც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები, მშობლები, ეკონომიკის ოლიმპიადის ბანაკის ლექტორი და ზოგადად ოლიმპიადის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან ჩართულები. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ მიუხედავად იმისა რომ წელს პირველად მიიღო საქართველომ ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალურ რაუნდში მონაწილეობა ერთ - ერთი საუკეთესო შედეგებით იყო წარმოდგენილი, როგორც ინდივიდუალურად მოსწავლეები, ასევე ზოგადად ქვეყნების დონეზე. ჩვენი და ჩვენი მხარდამჭერების ძალისხმევა გაგრძელდება იმისთვის, რომ მომავალ წელს საპრიზო ადგილებზეც ვიხილოთ მოსწავლეები საქართველოდან. მადლობას ვუხდით საქართველოს ბანკს, ოლიმპიადის პარტიორობისთვის და შესაძლებლობისთვის რომელსაც მოსწავლეებისთვის ქმნიან“ -  ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის CEO და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას (GELi) დირექტორი ლევან ფავლენიშვილი.

საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა INEV-ის (ეკონომიკური განათლების ინსტიტუტი) მოდელით მათი მანდატის ქვეშ ტარდება, რომელსაც საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით და Economic Fundamentals Initiative (EFI)  და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით  საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს.