19.02.2024

დაბალი ხარისხის საქონელი

 

1980-იან წლებში რამოდენიმე ეკონომისტმა ჩაატარა ექსპერიმენტი და დააკვირდნენ, როგორ რეაგირებდნენ თაგვები სასურველი პროდუქტების ფასების შედარებით ცვლილებაზე. Მათ სთავაზობდნე ლუდისა და სასმელი კოლინსის ნარევს სხვადასხვა კონტეინერით. თაგვებს ღილაკზე თათის დაჭერით შეეძლოთ მიეღოთ სასურველი პროდუქტი. 

თითოეულ თაგვს შეეძლო აერჩია სასურველი სასმელის ყუთი. შემდეგ ექსპერიმენტატორები ცვლიდნენ სასმელების შედარებით ფასებს - ანუ ცვლიდნენ დაჭერების რაოდენობას თითო ერთეული სასმელისთვის. ეკონომისტებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვები იცვლიდნენ მოხმარების წესებს და ირჩევდნენ უფრო მეტ დაბალფასიან სასმელს. თაგვების არჩევანი აჩვენებდა, რომ ისინი ერთი სასმელის გაძვირების შემდეგ, უფრო მეტ მე-2 სასმელს ირჩევდნენ. 

კიდევ ერთ ექსპერიმენტში, თაგვებს მისცეს მსგავსი არჩევანი საკვებსა და წყალს შორის. როდესაც შედარებითი ფასები იცვლებოდა, თაგვები ანაცვლებდნენ პროდუქტს უფრო დაბალფასიანით. თუმცა ამ ექსპერიმენტში ერთი პროდუქტის ფასი ნაკლებად იყო მეორეზე დამოკიდებული, რადგან საკვები და წყალი ერთმანეთის კარგი შემცვლელი არაა.

მესამე კვლევაში, გადაწყვიტეს ენახათ არსებობს თუ არა თაგვებისთვის გიფენის, ანუ ისეთი პროდუქტი, რომელიც გაძვირების შემთხვევაში უფრო სასურველი გახდებოდა. Როცა თაგვებს გაზიან წყალსა და ლუდს შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზეს, მათ აღმოაჩინეს რომ გაზიანი წყალი იყო inferior good (დაბალი ხარისხის საქონელი)

ექსპერიმენტატორებმა შეამცირეს თაგვების შემოსავალი და ფასები დააწესეს ისე, რომ თაგვებს ბიუჯეტის დიდი ნაწილი გაზიან წყალზე დაეხარჯათ. ეს კარგი გარემო იყო პოტენციური გიფენის პროდუქტის აღმოსაჩენად. თეორია ვარაუდობს, რომ ჩვენ გიფენის პროდუქტის აღმოჩენა შეგვიძლია მაშინ, როცა დაბალი ხარისხის საქონელი,, ამ შემთხვევაში გაზიანი წყალი, მომხმარებლის ამ შემთხვევაში თაგვების ბიუჯეტის დიდ ნაწილს წაიღებდა. Ხოლო როდესაც დაწიეს ფასი გაზიან წყალზე, აღმოაჩინეს, რომ თაგვებმა შეამცირეს გაზიანი წყლის დალევა და გიფენის პროდუქტის აღმოჩენა მაშინაა შესაძლებელი, როცა მომხმარებლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მისთვის პოპულარულ პროდუქტში იხარჯება. ახალ ექსპერიმენტში თაგვებს არჩევანი ჰქონდათ გაზიან წყალსა და ლუდს შორის და გაზიანი წყალი უფრო  მოსწონდათ.