19.02.2024

ეკონომიკური კონვერგენცია

განვითარებადი ქვეყნები ეკონომიკური ზრდის შედეგად უფრო და უფრო ემსგავსებიან განვითარებულ ქვეყნებს შემოსავლების, სიმდიდრის და სხვა ინდიკატორების მიხედვით. ღარიბი ქვეყნების ეკონომიკები უფრო მალე იზრდება ვიდრე მდიდარი ქვეყნების. ეკონომიკური კონვერგენცია კი ამას ხსნის იმით, რომ ღარიბი ქვეყნები განვითარებითა და ეკონომიკური სიდიდით უნდა დაემსგავსონ მდიდარი ქვეყნების ეკონომიკებს, რათა მათი დონის იყვნენ და არ ჩამორჩნენ მათ.

ეკონომიკური კონვერგენციის ხელშემწყობი ფაქტორები:

  • ინვესტიციები

  • ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები

  • ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

  • სავაჭრო ლიბერალიზაცია

 

გარდა ზემოხსენებული მიზეზებისა, ასევე გასათვალისწინებელია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, წვდომა ბუნებრივ რესურსებსა და წიაღისეულზე, პოლიტიკური სტაბილურობა, სახელმწიფო მართვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ეკონომიკური კონვერგენცისაა ასევე გლობალიზაციაა, რომელიც აკავშირებს ღარიბ ქვეყნებს მდიდარ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობებით. გლობალიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ქვეყანათაშორის ურთერთობას.

თუმცა აღსანიშნავია, რომ არის მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც აფერხებენ ეკონომიკურ კონვერგენციას. მაგალითად, პოლიტიკური არასტაბილურობა, არასაკმარისი ადამიანური კაპიტალი, კორუფცია, ცუდი ინფრასტრუქტურა, არასაკმარისი ფინანსები და ნაკლები ინვესტიცია, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები.