19.02.2024

ფრანშიზა

ფრანშიზი არის უფლება აწარმოო საქონელი ან მომსახურება რომელიმე ბიზნესის სახელით. ის არის შეთანხმება, რომლითაც ერთი მხარე, ფრანშაიზერი, უფლებას აძლევს მეორე მხარეს, ფრანშაიზს, რომ გამოიყენოს მისი ბრენდი, ლოგო, სლოგანი და ბიზნეს მოდელი, რომ აწარმოოს პროდუქტი ან მომსახურება ამ კომპანიის სახელით. სანაცვლოდ, ფრანშაიზერი იღებს თანხას. 

ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებაა, ვინაიდან უფლების გამცემი იღებს თანხას და აქვს შესაძლებლობა საკუთარი კომპანია გააფართოვოს ახალ ბაზრებზე, მეორე მხრივ, უფლების მიმღებს არ სჭირდება კომპანიის ნულიდან დაწყება, არც სჭირდება დიდი თანხის ხარჯვა მარკეტინგზე, ვინაიდან იმ კომპანიის ბრენდს უკვე ხალხი იცნობს. შესაბამისად, ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. 

ფრანშიზის კარგი მაგალითია McDonalds.

McDonals გასცემს უფლებას, რომ ბიზნესებმა გამოიყენონ მისი ლოგო, სლოგანი, ბრენდი, ოპერაციები, რათა გახსნან ახალი რესტორნები სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე აღსანიშნავია ფრანშიზის სხვა ცნობილი მაგალითები:

Subway, Starbucks, Hilton Hotels & Resorts, Dunkin, UPS, Coca Cola და ა.შ.

ეს ტერმინი დაზღვევაშიც შეგხვდებათ და არის ის თანხა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს. მაგალითად თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს მიყენებული ზიანი იმ თანხაზე ნაკლებია რაც ფრანშიზის ოდენობად არის მითითებული ხელშეკრულებაში, მზღეველი ამ თანხას არ ანაზღაურებს. მაგალითად თუ ზიანი 200 ლარის ოდენობისაა და ფრანშიზის ოდენობად ხელშეკრულებაში განსაზღვრულია 300 ლარი, 200 ლარიანი ზარალი არ ანაზრაურდება. მისი მითითება პოლისში ხდება როგორც პროცენტულად ისე კონკრეტული ოდენობით.