18.02.2024

სადაზღვევო მოთხოვნა

 

სადაზღვევო მოთხოვნა არის დაზღვეული მომხმარებლის ოფიციალური მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიისთვის, რათა აუნაზღაუროს მას ზარალი ან ზიანი. როდესაც ხდება ისეთი მოვლენა ან შემთხვევა, რომელიც დაზღვევით არის დაფარული, მომხმარებელი მიმართავს სადაზღვევო კომპანიას მოთხოვნით დაზღვევის ხელშეკრულებაში ასახული პროცედურების შესაბამისად.

სადაზღვევო მოთხოვნები შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა სიტუაციიდან:

  • უბედური შემთხვევები

ავტოავარიები, სახლში მომხდარი უბედური შემთხვევები, რამაც გამოიწვია ქონების ან სხეულის დაზიანება.

  • ბუნებრივი კატასტროფები

ქარიშხალი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ტყის ხანძარი, მოვლენები, რომლებიც ზიანს აყენებს ქონებას.

  • ავადმყოფობა ან ტრავმა

ავადმყოფობა ან სხეულის დაზიანება, ტრავმა. სადაზღვევო კომპანია აფინანსებს სამედიცინო ხარჯებს, მედიკამენტებს ხელშეკრულების პირობების თანახმად.

  • ქონებრივი ზიანი

ხანძარი, ქურდობა, ვანდალიზმი და სხვა საფრთხეები, რომლებიც ქონებას აზიანებენ.

სადაზღვევო მოთხოვნის შემდეგ, როგორც წესი, სადაზღვევო კომპანია ჩაატარებს გამოძიებას, რათა შეაფასოს სიტუაცია და დაადგინოს ზიანის მოცულობა. ეს მოიცავს დოკუმენტების შეგროვებას, მოწმეთა გამოკითხვას, ქონებრივი თუ ჯანმრთელობის ჩანაწერების შემოწმებას და ა.შ. თუ მოთხოვნა დამტკიცდა და აღმოჩნა, რომ მიყენებული ზიანი ან ზარალი უნდა დაიფაროს სადაზღვევო კომპანიის მიერ, მაშინ იგი უზრუნველყოფს კომპენსაციას დაზღვევის მფლობელისთვის ხელშეკრულებაში გაწერილი ლიმიტის შესაბამისად. კომპენსაცია შეიძლება იყოს ან ერთჯერადი, ან პირდაპირი გადახდით, ან ხარჯების ანაზღაურებით.

აუცილებელია მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, თუ რას და რა პირობებში ფარავს სადაზღვევო კომპანია ზიანს და მალევე დაუკავშირდეს მას მსგავს სიტუაციებში, რათა სწრაფად მოხდეს სიტუაციის შეფასება და მოთხოვნის დამტკიცების შემთხვევაში კომპენსირდეს ზიანი.