18.02.2024

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი

 

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP) არის ეკონომიკური თეორია და მეთოდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნების ვალუტების შესადარებლად. ის ემყარება ე.წ. „ერთი ფასის კანონს“, რომელიც გვეუბნება, თუ ქვეყნებს შორის არ იქნება სავაჭრო ბარიერები და სატრანზიტო ხარჯებს არ გავითვალისწინებთ, მაშინ ერთსა და იმავე პროდუქტს ორ სხვადასხვა ქვეყანაში ერთი ფასი ექნება.

მაგალითად, თუ აშშ-ში შოკოლადი ღირს 2 დოლარი, ხოლო გერმანიაში 1.5 ევრო, მაშინ, „ერთი ფასის კანონის“ თანახმად, გაცვლითი კურსი იქნება ისეთი, რომ 2 დოლარი გაუტოლდეს 1.5 ევროს.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტს იყენებენ ქვეყნების ცხოვრების დონისა და პროდუქტიულობის შესადარებლად. ასევე გაცვლითი კურსის დასადგენად.

გარდა ამისა, ეკონომისტები PPP-ის იყენებენ მშპ-ის უფრო ზუსტი რაოდენობის დასადგენად, რომელიც აღნიშნავს ვალუტის მსყიდველობით უნარს.

„Big Mac“-ის ინდექსი არის PPP-ის ცნობილი საზომი, რომელიც ჟურნალმა «The Economist-მა“ შექმნა. ის ადარებს ბიგ მაკის ფასს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რათა შეაფასოს ვალუტების შედარებითი ღირებულება. ბიგ მაკი მიჩნეულია სტანდარტიზებულ პროდუქტად, ვინაიდან McDonalds-ი მას ყველა ქვეყანაში მსგავსი ინგრედიენტებით ამზადებს. ინდექსი ადარებს ქვეყნების ვალუტებს ამერიკულ დოლართან ბიგ მაკის ღირებულების მიხედვით.