16.02.2024

დეფლაცია

ინფლაცია, ალბათ, ყველას გაგიგიათ, ფასების დონის ზრდაა. დეფლაცია კი ინფლაციის საწინააღმდეგო პროცესია, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების კლება. 

დეფლაცია სასარგებლოა მომხმარებლებისთვის, ვინაიდან იმავე შემოსავლით მათ შეუძლიათ უფრო მეტი პროდუქციის შეძენა. ამიტომ დეფლაციას ხშირად მსყიდველობითი უნარის ზრდასაც უწოდებენ. 

მაგალითად, თუ წინა წელს კიტ-კეტი ღირდა 2.5 ლარი და 10 ლარად 4 ცალს იყიდიდი, წელს კი კიტ-კეტი ღირს 2 ლარი, შესაბამისად, 10 ლარად იყიდი 5 ცალს.

თუმცა დეფლაცია საზიანოა ეკონომიკისთვის. 

მაგალითად, ის ამცირებს მეწარმეების მოგებას, თუ ფასების შემცირებასთან ერთად, ბიზნესის ხარჯები უცვლელია. ეს კი ზრდის უმუშევრობის რისკს, ვინაიდან მწარმოებელი გაათავისუფლებს მუშახელის ნაწილს, რათა შეამციროს ხარჯები.

მეტიც, დეფლაცია აფერხებს ინვესტიციებს, ვინაიდან ინვესტორები დაბანდებული თანხის ღირებულების ნაწილს კარგავენ.

თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროდუქტზე ფასები შემცირდეს. Შეიძლება ზოგიერთი პროდუქტი გაძვირდეს, თუმცა სხვა პროდუქტებზე ფასის შემცირება იმდენად მკვეთრია, რომ საბოლოოდ, სამომხმარებლო კალათის შეძენა უფრო იაფია.

ცხადია, დეფლაციასაც ინფლაციის მსგავსად ვითვლით სამომხმარებლო ფასების ინდექსით.