15.02.2024

სამომხმარებლო ფასების ინდექსი

 

სამომხმარებლო კალათა არის ნაკრები ყველა იმ საქონლისა და მომსახურების, რომელიც აუცილებელია ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს ნაკრები დამოკიდებულია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

რაც უფრო მდიდარია ერი, მით უფრო მეტი პროდუქტი შედის სამომხმარებლო კალათაში და, პირიქით, რაც უფრო მრავალფეროვანია კალათა, მით უფრო მაღალია ცხოვრების დონე.

კალათაში შედის ისეთი საქონელი და მომსახურება, როგორიცაა: პური, რძე, თევზი, ხილი, ბოსტნეული, საცხოვრებელი, ტრანსპორტი, განათლება და ა.შ.

სწორედ სამომხმარებლო კალათა არის ერთგვარი საფუძველი სამომხმარებლო ფასების ინდექსის, რომელიც ზომავს, თუ რამდენად შეიცვალა ფასები პროდუქტებსა და მომსახურებაზე. 

და დიახ, სწორედ სამომხმარებლო ფასების ინდექსით იზომება ინფლაცია და დეფლაცია.

სამომხმარებლო კალათაში ზოგიერთ პროდუქტს უფრო დიდი წონა აქვს. Რაც უფრო მეტ ფულს ხარჯავს მოსახლეობა ამა თუ იმ პროდუქტზე, მით მეტი წონა აქვს ამ პროდუქტს. გარდა ამისა, რაც უფრო გაიზრდება მეტი წონის მქონე პროდუქტის ფასი, მით უფრო დიდი იქნება ინფლაცია.

მაგალითად, თუ ადამიანები უფრო მეტ თანხას ხარჯავენ თევზის ყიდვაში, ვიდრე ხორცის, მაშინ თევზის ფასის ზრდა უფრო აისახება ინფლაციაზე, ვიდრე ხორცის.

განვიხილოთ მაგალითი:

დავუშვათ, 2023 წელს სამოხმარებლო კალათამ შეადგინა 200$, ხოლო 2022 წელს - 185$-ს. იმისთვის რომ დავითვალოთ ფასების ცვლილება 2023 წელს, საჭიროა, გამოვიყენოთ ფორმულა:

შესაბამისად, [200*100/185]-100=108.1-100=8.1%

ე.ი. ფასები გაიზარდა 8.1%-ით. რაც ნიშნავს გვაქვს ინფლაცია.

მარტივი მისახვედრია, როცა სამოხმარებლო ფასების ინდექსი დადებითია, გვაქვს ინფლაცია, ხოლო როცა უარყოფითი, მაშინ - დეფლაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათა რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცვლება ადამიანების სურვილების შესაბამისად.