14.02.2024

ბაზრის პროფიციტი და დეფიციტი

 

ხანდახან ბაზარი არ არის წონასწორობაში, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტის მიწოდებული რაოდენობა არ უდრის მოთხოვნილ რაოდენობას. ასეთ შემთხვევებში ან გვაქვს ბაზრის პროფიციტი ან დეფიციტი.

ბაზრის პროფიციტი გვაქვს მაშინ, როცა პროდუქციის მიწოდებული რაოდენობა აჭარბებს მოთხოვნილ რაოდენობას. ამ დროს მწარმოებლების ნაწილი ვერ ახერხებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვას, რაც მათ აიძულებს, რომ პროდუქტზე ფასი შეამცირონ. კონკურენციის გამო სხვა მწარმოებლებიც შეამცირებენ ფასს იმავე პროდუქტზე. ეს გაზრდის მომხმარებლის მოთხოვნას მოცემულ პროდუქტზე და, შედეგად, პროდუქტის ფასი და რაოდენობა გაუტოლდება წონასწორულ ფასსა და რაოდენობას.

როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ვხედავთ, თუ პროდუქტის ფასი მეტია პროდუქტის წონასწორულ ფასზე, მაშინ გვაქვს პროფიციტი. Ეს იმიტომ ხდება, რომ არსებული ფასი არ არის მომხმარებლისთვის მიმზიდველი (რადგან წონასწორულ ფასზე მეტია) და არ აქვთ მოტივაცია იყიდონ ეს პროდუქტი. Შესაბამისად ბაზარზე იმაზე მეტია ნაწარმოები პროდუქციაა ვიდრე ამის მოთხოვნა არსებობს მომხმარებლებისგან.

ბაზრის დეფიციტის დროს კი მოთხოვნილი რაოდენობა მეტია მიწოდებულ რაოდენობაზე. ამ დროს მომხმარებლები ვერ ყიდულობენ იმდენ პროდუქტს, რამდენიც მათ სურთ. მომხმარებლების მოთხოვნის საპასუხოდ, მწარმოებლები გაზრდიან საკუთარ წარმოებას და ფასს. შედეგად, მომხმარებლების ნაწილი ვეღარ იყიდის პროდუქტს და პროდუქტის ფასი და რაოდენობა საბოლოოდ წონასწორულ ფასსა და რაოდენობას გაუტოლდება.

როგორც გრაფიკზე ვხედავთ, თუ პროდუქტის ფასი ნაკლებია პროდუქტის წონასწორულ ფასზე, მაშინ გვაქვს დეფიციტი.