05.02.2024

ფიშერის ეფექტი

 

წარმოიდგინე შენ გადაწყვიტე გაგეხსნა ანაბარი, რომელიც გპირდებოდა 10%-იან საპროცენტო განაკვეთს წლის ბოლოს. შენც შეიტანე 100 ლარი და ბედნიერმა წლის ბოლოს გამოიტანე 110 ლარი. თუმცა ამ შემთხვევაში შენ არ ითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ შეიძლება შენმა თანხამ დაკარგა თავისი ღირებულება. დიახ, საუბარია ინფლაციაზე.

დავუშვათ, იმავე წელს ინფლაციამ შეადგინა 10%, რაც ნიშნავს, ინფლაციის შედეგად ნივთი, რომელიც ერთი წლის წინ ღირდა 100 ლარი, ახლა ღირს 110 ლარი. შესაბამისად, ერთი წლის წინ ანაბარზე ჩადებული 100 ლარისა და ერთი წლის შემდეგ მიღებული 110 ლარის ღირებულება ერთი და იგივეა.

ეს კი ცნობილია ეკონომიკაში “ფიშერის ეფექტის“ სახელით, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს რეალურ საპროცენტო განაკვეთს, ინფლაციის რაოდენობასთან და ნომინალურ საპროცენტო განათკვეთს შორის. კერძოდ, კი რეალური საპროცენტო განაკვეთი უდრის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს გამოკლებული ინფლაციის რაოდენობა. ზემოხსენებულ მაგალითში ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10%, ინფლაციაც ასევე 10%-ს, შესაბამისად, რეალური საპროცენტო განაკვეთი უდრის 0%. 

მარტივი მათემატიკით კი მივხდებით, რომ ადამიანმა თანხა უნდა ჩადოს იმ შემთხვევაში, თუ რეალური საპროცენტო განაკვეთი დადებითია, ანუ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი აღემატება ინფლაციას, რაც ნიშნავს, რომ ზრდა “ამარცხებს“ ინფლაციას. თუ რეალური საპროცენტო განაკვეთი უარყოფითია, ცხადია, თანხის ჩადება არ ღირს.